გაიცანით ჩვენი მმართველი გუნდი

დასტა, საქმისწარმოებისა და არქივის მართვის პირველი პროფესიონალური კომპანია, რომელიც 2014 წელს დაარსდა საქართველოში. დასტა თავის კლიენტებს სთავაზობს დოკუმენტების შენახვის, მათი ციფრულ ფორმაში გადაყვანისა და განადგურების მსოფლიო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში მომუშავე თანამშრომლებით, გამოცდილი  საერთაშორისო პარტნიორებით, თანამედროვე  საარქივე დაწესებულებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, დასტა თავის კლიენტებს აძლევს საშუალებას დაზოგონ ხარჯები, შეამცირონ დოკუმენტების შენახვასთან დაკავშირებული რისკები და გაზარდონ ეფექტიანობა.