ხშირად დასმული კითხვები

რა გარანტიას იძლევით რომ დასტას თანამშრომლები არ მოიპარავენ ჩემს კონფიდენციალურ ინფორმაციას?
დასტას ყოველი თანამშრომელი მოწმდება სამუშაოდ აყვანამდე. შემოწმების პროცესი გულისხმობს: ნარკოლოგიურ, ნასამართლეობის და მანქანის ტარების დარღვევების შემოწმებას, ფსიქოლოგიურ გამოკითხვას. უფრო მეტი, ჩვენს დაწესებულებაში ყველა სამუშაო კონტროლდება ვიდეო კამერებით. თანამშრომლებს ეკრძალებათ დაცულ ადგილებში პირადი ნივთების შეტანა. მათ სახლიდან არ აქვთ კოპიუტერულ სისტემებზე წვდომა. ჩვენს დაწესებულებაში კომპიუტერის გამოყენება და ჩანაწერების თითოეულ ყუთთან წვდომა კონტროლდება.
სად ინახება ჩემი მონაცემები?
თქვენს მონაცემებს ვინახავთ მისაქციელში განთავსებულ სერვერებზე. ამ მონაცემების რეზერვები ყოველდღიურად მეორეჯერ ინახება მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა სერვერებზე, გერმანიის და ირლანდიის ჩათვლით. დასტა არ ინახავს მონაცემებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა რეზერვი დაშიფრულია. დასტას სისტემის გარეთ მონაცემების გადაცემისას ვიყენებთ დამატებითი უსაფრთხოების მეთოდებს, როგორიცაა: VPN და SSH.
მოთხოვნისას, როგორ ვიღებ დოკუმენტს?
ჩვენი თანამშრომელი ოფისში მოგიტანთ დოკუმენტს ან მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტი სკანირდება და გადმოგეგზავნებათ ელექტრონული ვერსია.
შეგიძლიათ დამეხმაროთ, ჩემი არქივი ერთიანად ქაოსურია?
რა თქმა უნდა! დასტა გთავაზობთ კონსალტინგის სერვისს და დაგეხმარებათ თქვენი არქივის ორგანიზებაში. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველგყოთ საჭირო პროგრამით. ჩვენ თანამშრომლებს შეუძლიათ ადგილზე გაუკეთონ ორგანიზება ყველაფერს.
დოკუმენტების შესანახად ბაინდერებს იყენებთ?
დოკუმენტებს ვინახავთ ყუთებში, სადაც ასევე თავსდება ფოლდერები, ფაილები და ბაინდერები. ჩვენი, სპეციალური ჩანაწერების შემნახველი ყუთები იკავებს ნაკლებ ადგილს და იცავს თქვენს დოკუმენტებს დაზიანებისგნ. დასტას ყუთის შიდა ზომებია: სიგრძე - 381 მმ, სიგანე - 330 მმ და სიმაღლე - 254 მმ. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ მომხმარებელს შეინახოს ბაინდერები, თუმცა ზოგადად წინააღმდეგი ვართ მათი გამოყენების გრძელვადიანი შენახვისთვის. ბაინდერების ფასი მაღალია (დაახლოებით ცალი 5 ლარი), თან დიდ ადგილს იკავებენ.
შეუძლია თუ არა დასტას მომხმარებელს ჩაატაროს თავისი დოკუმენტების აუდიტი?
დიახ, მომხმარებელს საშუალება აქვს ადგილზე, დასტას დაწესებულებაში, ჩაატაროს თავისი ჩანაწერების აუდიტი. ამ მიზნით დასტას სპეციალური ოთახი აქვს გამოყოფილი.