დასტაში მუშაობა

დასტაში ჩვენ საქმეს ოდნავ განსხვავებულად ვუდგებით.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან კომპანიებთან და ვეხმარებით სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მართვაში, ორგანიზებას ვუკეთებთ, ვუარქივებთ, გადაგვაქვს მათი დოკუმენტები. ინფორმაცია, რომელთანაც შეხება გვაქვს ჩვენი კლიენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად მიუღებელია რაიმე შეცდომის დაშვება, ყველაფერი ყოველთვის ყველგან სწორად უნდა გაკეთდეს!

ჩვენ ვაშენებთ სრულიად ახალ ინდუსტრიას საქართველოში: საქმისწარმოების და ინფორმაციის მართვის. ჩვენი საქმიანობა განსხვავებულია და ქვეყანაში მსგავსი სერვისი ჩვენამდე არცერთ კომპანიას არ შეუთავაზებია ქართული ბაზრისთვის. ჩვენს კონკურენტუნარიანობას განაპირობებს პროფესიული, ორგანიზებული და სერვისზე ორიენტირებული მენეჯმენტი. თუ გსურთ ტიპიური საოფისე სამსახური, მაშინ შეიძლება დასტა თქვენი სასურველი სამსახური არ იყოს. რეალურად, ეს სამსახური ყველასთვის არ არის. დასტაში კარიერის დასაწყებად საჭიროა იყოთ განსხვავებული. დასტას გუნდი მრავალფეროვანია, სხვადასხვა გამოცდილების და სფეროს წარმომადგენლებით, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ სიახლეების ათვისება.

გაეცანით დასტას საქმიანობას და სამუშაო პროცესს:

  • დეტალები: მოკლედ რომ ვთქვათ: ჩვენ დეტალებით ვართ შეპყრობილი! იმისთვის, რომ კლიენტს კარგად მოვემსახუროთ, აუცილებელია ყოველთვის სწორი ინფორმაციის/ დეტალების მიღება და ჩვენი კოლეგა/თანამშრომლების საქმიანობის მუდმივი კონტროლი, რადგან არ დავუშვათ შეცდომები.
  • მომხმარებელზე ორიენტირებული: პირველ ადგილზე ჩვენთვის მუდამ კლიენტია, ყოველთვის ვაკეთებთ საუკეთესოს მათ მიერ მოთხოვნილი სერვისის შესასრულებლად, ყოველთვის ვპასუხობთ მათ ზარებს, სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგაც კი.
  • ტექნოლოგია: ჩვენ ვართ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანია, ვიყენებთ ექსელის ძალას და ვცხოვრობთ ჩვენს სპეციალურ ინფორმაციის მართვის პროგრამაში. მოხარული ვიქნებით გასწავლოთ, მაგრამ თქვენგან ველით რომ იქნებით მონდომებული და მზად სიახლეებისთვის.
  • შრომატევადი სამუშაო: ჩვენ მეტი ვართ ვიდრე უბრალოდ მაგიდასთან მომუშავენი. ძირითადად ვურთიერთობთ დოკუმენტებთან, მაგრამ ქაღალდი შეიძლება იყოს მძიმე ან მტვრიანი. როდესაც საჭიროა საქმის დროზე დამთავრება, ყველა, მათ შორის მმართველი გუნდი იკეთებს სამუშაო ხელთათმანებს და მუშაობს, იმ შემთხვევაშიც კი თუ არ ხარ საწყობის თანამშრომელი ერთხელ მაინც მოგიწევს ყუთის აწყობა, გადატანა და ნამდვილად გაატარებთ დროს (დიდ დროსაც კი) კლიენტის არქივში. ჩვენ ვართ დამწყები კომპანია, ამიტომ ყველა ჩვენგანს შეხება უწევს სხვადასხვა საქმიანობასთან შეხება, როგორიცაა საწყობის სამუშაო, გაყიდვების მენეჯერი თუ ოპერაციების ექსპერტი.
  • შრომისმოყვარეობა: ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. მივიჩნევთ რომ წარმატების გასაღები გონივრული შრომის და ძალისხმევის გაწევაა. ჩვენს შესაძლებლობებს ჩვენივე კომფორტის ზონიდან გამოსვლით და ლიმიტების გაზრდით ვცდით. თუ ვერ წარმიგიდგენიათ საღამოს 7 საათის შემდეგ ან კვირა დღეს მუშაობა როდესაც ეს პროექტს ჭირდება, მაშინ სავარაუდოდ დასტაში მუშაობა თქვენთვის არ არის
  • შეფასებები: თქვენს მუშაობის შედეგებს ობოექტურად შევაფასებთ. თუ რაიმეს არასწორად აკეთებ, ჩვენ გეტყვით და რათა ისწავლოთ სწორად კეთება, ვიქნებით გულახდილები თქვენთან მიმართებაში და გეტყვით თქვენი სისუსტეეების შესახებ, ასევე აგიხსნით როგორ გაიუმჯობესოთ და განავითაროთ შესაძლებლობები, უბრალოდ მთავარია კრიტიკისთვისაც ისევე იყოთ მზად როგორც დადებითი შეფასებისთვის.

ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ თვლით რომ ხართ ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, ვისთვისაც დასტა სასურველი სამუშაო ადგილია, მაშინ გაგიმართლათ, რადგან:

  • ისწავლი სწრაფად: ჩვენ შევამცირებთ თქვენს შეზღუდვებს და აღმოგაჩენინებთ რომ შეგიძლიათ კეთება იმის რისაც არასდროს გჯეროდათ რომ ის შესაძლებელი იყო.
  • პასუხილმგებლობა: იქნები პასუხისმგებელი, მიიღებ გადაწყვეტილებებს შენით, სწრაფად ისწავლი, როგორ უხელმძღვანელო პროექტს, ისწავლი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას.
  • აქტიური: იქნები ფორმაში! წონაშიც დაიკლებ დღეში რამდენიმე ყუთის აწევით.
  • საერთაშორისო გამოცდილება: ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო გუნდთან, მრავალფეროვანია ჩვენი მმართველი გუნდი და აქციონერები და ვმუშაობთ ასევე საერთაშორისო კომპანიებთან (რომლებიც სხვადასხვა სერვისს გვაწვდიან). თუ ინგლისური არ იცი, აქ ნამდვილად ისწავლი.

 

თუ დასტაში დაიწყებ მუშაობას, ყველაფერი შეიცვლება. დაავადდებით დასტას ავადმყოფობით, ვეღარაფერს შეხედავთ შეცდომის შემჩნევის გარეშე, ვეღარ იქნებით უწესრიგობაში, გაგიჩნდებათ ყველაფრის ორგანიზების და დალაგების სურვილი, აღარასდროს გექნებათ ნორმალური სამუშაო, სადაც არ იქნება მუდმივი გამოწვევები და სადაც მუდმივად რაიმე ახალს არ ისწავლით.