დასტა რექორდს მენეჯმენტმა ახლახანს დაასრულა სკანირების პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რომელიც წარმოადგენს მაუწყებლობისა და ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს.
პროექტის ფარგლებში დასკანერდა კომისიის არქივი და განთავსდა კლიენტზე მორგებულ M-Files-ის ელექტრონულ სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტების ეფექტურ და თანამედროვე მენეჯმენტს.
დასტამ კომისია უზრუნველყო როგორც სკანირებით, ასევე პროგრამული მხარდაჭერით. ჩვენმა სკანირების დეპარტამენტის პროფესიონალთა გუნდმა, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, ასობით ათასი გვერდი ციფრულ ფორმატში გადაიყვანა და ელექტრონული დოკუმენტები დაყო კატეგორიებად. M-Files დაინერგა როგორც დასტას პროფესიონალთა გუნდის, ისე კომისიის დატრენინგებული თანამშრომლების ჩართულობით. M-Files-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით კომისიის თანამშრომლებს საშუალება აქვთ მარტივად მოიძიონ ელექტრონული დოკუმენტები. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.drm.ge/m-files/
„კომისიის თანამშრომლების შესანიშნავი მხარდაჭერის შედეგად პროექტი შეუფერხებლად და დროულად დასრულდა” - ამბობს დასტას აღმასრულებელი დირექტორი დაან ჰარმსენი. ”ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კომისიის თანამშრომელთა ენთუზიაზმმა.”
„სამთავრობო ორგანიზაციები ჩვენთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს” - ამბობს კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერი, მარიამ ეპიტაშვილი. ”ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ სხვა სამთავრობო ორგანიზაციებსაც მოვუტანთ მნიშვნელოვან სარგებელს და დავეხმარებით დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნაში“.
„სამთავრობო ორგანიზაციები ჩვენთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს” - ამბობს კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერი მარიამ ეპიტაშვილი.