ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელი ხდება არქივის აუთსორსინგი
2019 წლის 17 აპრილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც სამედიცინო დაწესებულებებს უფლება ეძლევათ შეინახონ მათ ხელთ არსებული დოკუმენტები კერძო არქივებში და ამავდროულად, უქმდება წინა ბრძანება, რომელიც მათ ავალდებულებდა დოკუმენტაცია შეენახათ საკუთარ შენობაში. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ეროვნულ არქივსა და იუსტიციის სამინისტროს შორის კონსულტაციების შედეგად.
"მოხარული ვართ, რომ სამინისტრო აცნობიერებს რეალურ სარგებელს, რაც ჩვენი სერვისებით შეგვიძლია შევთავაზოთ სამედიცინო დაწესებულებებს“ - ამბობს „დასტა რექორდს მენეჯმენტის“ დირექტორი დაან ჰარმსენი. „ჩვენ უზარმაზარი, გრძელვადიანი სარგებელი მოვუტანეთ საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სექტორს, მათ შორის ფინანსურ, კომუნალურ, არასამთავრობო, საცალო, ფარმაცევტულ, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესის სექტორებს. ველით, რომ ასეთივე სარგებელს მოვუტანთ სამედიცინო ინდუსტრიას“.
" მოხარული ვართ, რომ სამინისტრო აცნობიერებს რეალურ სარგებელს, რაც ჩვენი სერვისებით შეგვიძლია შევთავაზოთ სამედიცინო დაწესებულებებს. " - დაან ჰარმსენ, დირექტორი, დასტა რექორდს მენეჯმენტი
პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს სამედიცინო დაწესებულებებს აუთსორსზე გაიტანონ დოკუმენტაციის შენახვა, დაიწყო დასტას მოთხოვნის შემდეგ, რასაც თან ახლდა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების მხარდაჭერის წერილი, რომელთაც გააცნობიერეს აუთსორსინგის საჭიროება დოკუმენტაციის შენახვის კუთხით და გამოთქვეს დასტას სერვისებით სარგებლობის სურვილი.
"სამედიცინო დაწესებულებებს დოკუმენტაციის დასტაში შენახვით შეუძლიათ შეამცირონ საოპერაციო რისკები, დაზოგონ ხარჯები და სივრცე, ამასთანავე, გაზარდონ დოკუმენტების მართვის ეფექტურობა“ - ამბობს ”დასტა რექორდს მენეჯმენტის“ თავმჯდომარე გიორგი ახალკაცი. "როდესაც სამედიცინო დაწესებულებები აუთსორსზე გაიტანენ დოკუმენტაციის შენახვას, შეძლებენ მათ შესანახად გამოყოფილი სივრცის ძირითადი საქმიანობისთვისთვის გამოყენებას პაციენტებისთვის უკეთესი მომსახურების გაწევისა და შემოსავლების ოპტიმიზაციის მიზნით. მადლობელი ვართ, რომ სამინისტრომ გააანალიზა ეს და შეცვალა არსებული რეგულაცია, რათა შესაძლებელი გაეხადა ზემოთ აღნიშნული."
"სამედიცინო დაწესებულებებს დოკუმენტაციის დასტაში შენახვით შეუძლიათ შეამცირონ საოპერაციო რისკები, დაზოგონ ხარჯები და სივრცე, ამასთანავე, გაზარდონ დოკუმენტების მართვის ეფექტურობა. " - გიორგი ახალკაცი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დასტა რექორდს მენეჯმენტი
როგორ დაეხმარება არქივის აუთსორსინგი თქვენს სამედიცინო დაწესებულებას:
- ფართის დაზოგვა: გამოიყენეთ ფართი პაციენტებისა და სამედიცინო მიზნებისთვის და არა დოკუმენტაციის შენახვისთვის.
- მსოფლიო დონის მომსახურება: დასტაში ჩვენ ვინახავთ თქვენს დოკუმენტებს უსაფრთხოდ და შეგვიძლია, მოგაწოდოთ სწრაფად- სკანირებული ან ფიზიკური სახით.
- დანახარჯების ოპტიმიზაცია: შეამცირეთ თანამშრომლებსა და ქირასთან დაკავშირებული, ასევე კაპიტალური დანახარჯები.
- საოპერაციო რისკის შემცირება: თქვენი დოკუმენტაცია ინახება საქართველოში ყველაზე თანამედროვე დაწესებულებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.