18 სექტემბერს სასტუმრო ძველ თბილისში გაიმართა სემინარები რექორდს მენეჯმენტის შესახებ "რექორდს მენეჯმენტის ძირიადი პრინციპების შესავალი" და "ბიზნესის უწყვეტობა, რისკების მართვა და არსებითი დოკუმენტები". სემინარებში 50 - ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
დოქტორმა ბეილიმ დამსწრეებს გაუზიარა ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მუშაობის გამოცდილება. პირველი სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ რექორდს მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს და მის განვითარებას წლების განმავლობაში. ასევე იმსჯელეს დოკუმენტების შენახვის ვადებზე, დაარქივების სისტემებსა და ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. მეორე სემინარზე დამსწრეებმა განიხილეს საქმიანობის განვითარებისას ყველაზე ცუდი სცენარი- დაფიქრდნენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შესაძლო კატასტროფების დროს. "მეგონა, ჩვენ შესახებ საუბრობდა"- განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ, სემინარი იმდენად ზუსტად ასახავდა მის კომპანიაში არსებულ მდგომარეობას.
"მეგონა, ჩვენ შესახებ საუბრობდა"- განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ, სემინარი იმდენად ზუსტად ასახავდა მის კომპანიაში არსებულ მდგომარეობას.
დასტა მომავალშიც გეგმავს განაგრძოს საგანმანათლებლო პროექტების ჩატარება და ხელი შეუწყოს საქართველოში რექორდს მენეჯმენტის განვითარებას.
დოქტორი რობერტ ბეილის შესახებ
დოქტორ ბეილის მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი რექორდს მენეჯმენტში და დოქტორის ხარისხი ადმინისტრაციაში. ის არის სერტიფიცირებული რექორდს მენეჯერი. მრავალი წლის განმავლობაში ის მუშაობდა როგორც რექორდს მენეჯერი ამერიკის შეერთებული შტატების და სინგაპურის სახელმწიფო სტუქტურებში და კითხულობდა ლექციებს. დოქტორი ბეილი მიწვეული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, როგორც კონსულტანტი და მონაწილეობდა კომერციული რექორდს ცენტრების ჩამოყალიბებაში. ამჟამად ის უძღვება საქმისწარმოების და კორპორაციის მონაცემების მართვის პროგრამებს ლას-ვეგასის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც სიდიდით მე-8 ადგილზეა მსოფლიოში.